The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ინანიშვილი

გივი ინანიშვილი
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს.

1987 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ­განყოფილების გამგე; 1993 წლიდან სა­ქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგი; 1994 წლიდან სა­ქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტი; 2013 წლიდან სსიპ ფ. თავაძის მეტა­ლურგიისა და მასალათმცოდნე­ობის ინსტიტუტის პროფესორი; საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონგრესების მონაწილე, 40-მდე სამეცნიერო ნაშრო­მის ავტორი; მისი შრომები ძირითადად მეტალურგიის ისტორიის სა­კი­თხებს ეხება; იკვლევს სამთო-მეტალურგიულ წარმოებასთან და ლითონდამუშავებასთან დაკავშირებულ არ­ქეოლოგიურ ძეგლებს, მათ გენეზისსა და ად­გილს მსოფლიო ცივილიზაციაში. მეტალურგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.265; სსიპ - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: