The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ინასარიძე

კარლო ინასარიძე
სხვა სახელი:დავით თაბოროძე  (ფსევდონიმი)
ოთარ კეთილაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 2007  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართული სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კუშუბაური, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი.

თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში სწავლის პერიოდში გაიწვიეს II მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა; ქართველი ემი­გრან­ტე­ბის დახმარებით "ქართული ლეგიონის" საქმიანობაში ჩაერთო. ომის შემდეგ გერმანიაში შეისწავლა იურისპრუდენცია, ფილოსოფია, კინოსა და თეატრის ისტორია. მისი სადოქ­ტორო დისერტაცია იურისპრუდენციაში მიეძღვნა რუსეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივ ასპექტებს; იყო ნ. ჟორდანიას პოლიტიკური თანამოაზრე, ემიგრაციაში მოქმედი სა­ქართვე­ლოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი; პარიზში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები: "მებრძოლი სა­ქარ­თვე­ლო" და "ჩვენი დროშა"; იგი ასევე თანამშრომლობდა ვ. ნოზაძის ჟურნალ "კავკასიონთან". დიდი წვლი­ლი მიუძღვის ჟურნალ "თანამემამულის" დაარსებაში; იყო რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის დირექტორი; მან თავი მოუყარა ­ქართველი ემიგ­რან­ტე­ბის – გ. რობაქიძის, მ. წერეთლის, რ. არსენიძის, ვ. ნოზაძის და სხვათა ხმების ფონო­გრამებს; სა­ქარ­თველო­ში გამოგზავნა უცხოეთში გამოცემული არაერთი ქართული წიგნი და ჟურნალ-გაზეთი; შ. და გ. მაღლაკელიძეების, კ. ვეკუას, ი. და ა. ნიკურაძეების არქივები, რომლებიც ინახება სა­ქართვ. სხვა­და­სხვა ინსტიტუტსა და მუზეუმში; მას მნიშვ­ნე­ლოვა­ნი წვლი­ლი მიუძღვის სა­ქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის სამშობლოში დაბრუნების საქმეში; სა­ქართველოსა და ­ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქველმოქმედებისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლი­ლისთვის მი­ე­ნი­ჭა სა­ქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება (1996). პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: