The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო გუბელი

ოფიციალური სახელი:სერაფიონ მეძმარიაშვილი
სხვა სახელი:ს. გუბელი  (ფსევდონიმი)
ს. კორძაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 1929  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

1908 წლიდან ბოლშვიკური პარტიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი. ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. სამოქალაქო ომის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში მუშაობდა სახალხო კომისრების საბჭოში; სოხუმში, ბაქოში, ქუთაისსა და ბათუმში იყო პასუხისმგებელ, მაღალ პარტიულ თანამდებობებზე. 1917 წელს იყო ქუთაისის პარტკომის წევრი, 1918-1919წწ. კავკავში ჯერ ორგანიზაციის მდივანი, შემდეგ პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე, 1920 წელს ბაქოში ბალახანა-საბუნჩის პასუხისმგებელი ორგანიზატორი, "კომუნისტის" რედაქციის კოლეგიის წევრი. მუშაობდა კახეთშიც პარტიულ ორგანიზატორად. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, მისჯილი ჰქონდა კატორღაში გადასახლება. აჭარაში იყო რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის სახალხო კომისარი. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, მისი თაოსნობით მოწვეულ იქნა აჭარის პირველი მეჯლისი, რომელმაც: "გადასჭრა საკითხი აჭარისტანის ავტონომიისა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფარგლებში და სცნო საქართველოს რევოლუციური კომიტეტის სრული ხელმძღვანელობა". რევოლუციონერი, პარტიულ-პოლიტიკური მოღვაწე, განათლებით ფარმაცევტი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.734


გააზიარე: