Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე ბერაი![]()
BiographyX საუკუნის ქართველი კალიგრაფი; აღიზარდა და მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში; პარხლის ოთხთავისა და შატბერდის კრებულის გადამწერი; პარხლის ოთხთავი (22,9 სმ × 19,9 სმ, 259 ფურცელი, ეტრატი) გადაწერილია 973 წელს; ნაწერი შესრულებულია მრგლოვანით, ორ სვეტად, სეპიის (ღია ყავისფერი) ფერი მელნით; ყოველი თავის დასაწყისში სინგურის სათაურები და ინიციალებია, ხოლო თავსა და ზოგიერთი მუხლის ბოლოს – სინგურისავე წვრილი ჯვრებია, რითაც კალიგრაფი ხელნაწერს უფრო საზეიმო იერს ანიჭებს. შატბერდის კრებული (973–976) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლია თავისი მდიდარი შინაარსის გამო. იგი შეიცავს უძვირფასეს ქართულ საისტორიო წყაროს – "ქართლის მოქცევის" მატიანეს, გრიგოლ ნოსელის, ეპიფანე კვიპრელისა და ბასილი კესარიელის თხზულებებს, დავითის ფსალმუნებს და სხვა; იგი საშუალო ზომის სქელი წიგნია (28,0 სმ. × 22,0 სმ, 286 ფურცელი, ეტრატი). კრებულის 126 ფურცელი ასომთავრულითაა გადაწერილი ორ სვეტად, ყავისფერი მელნით და ერთი ხელითაა შესრულებული; შემდეგ ნუსხური უშუალოდ აგრძელებს მთავრულს. აქ სამი ხელი გაირჩევა (ალბათ, ამ ნაწილის გადაწერაში იოანეს ძმა და ბიძა – მიქაელ მოდრეკილი – მონაწილეობდნენ). შატბერდის კრებულის გაფორმება მარტივი და უპრეტენზიოა. იოანე ბერაი თავისი დროის შესანიშნავი კალიგრაფი იყო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.311
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |