The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი დევდარიანი

მერი დევდარიანი
Date of birth:11 November, 1926  (98 years)
Category:Geographer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მხარეთმცოდნეობის სპეციალობით გეოგრაფიის კვალიფიკაციით 1949 წელს.

მუშაობდა პატარა ცემის (ბორჯომის რ-ნი) სკოლა-სანატორიუმში გეოგრაფიისა და რუსული ენის მასწავლებლად; 1954 წლიდან თბილისის ქალთა მე-3 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელია; 1968 წლიდან ამავე სკოლაში დირექტორის მოადგილეა; 1972 წელს გადაიყვანეს თბილისის 72-ე საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1975 წელს მიიწვიეს განათლების სამინისტროში სასკოლო ინსპექტორად, 1989 წლიდან დაინიშნა მთავარ ინსპექტორად, 1991 წლიდან პირველი კატეგორიის სპეციალისტად, ხოლო 1992 წლიდან მთავარ სპეციალისტად; 1996 წლიდან მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი გეოგრაფიის სწავლების შესახებ. მონაწილეობდა საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების გასვლითი სემინარების, საკავშირო და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სასკოლო სექტორის მუშაობაში, სსრკ პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლების შინაარსისა და მეთოდიკის ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ სემინარებში. არის ორი სასწავლო ფილმის "საქართველოს ფიზიკური გეოგრაფიისა" და "საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფიის" სცენარის ავტორი. მიღებული აქვს "სახალხო განათლების წარჩინებულის" (1967) და "სსრკ განათლების წარჩინებულის" (1979) სამკერდე ნიშნები.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.106-107

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: