Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ დევიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კობრინი, ბრესტის ოლქი. დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო აკადემია ეკონომისტის დიპლომით. დაბრუნდა თბილისში და მრეწველობის ეკონომიკის მეცნიერულ შესწავლას მიჰყო ხელი. 1950-1960წწ. მუშაობდა ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იკვლევდა სოფლის მეურნეობის განლაგებისა და განვითარების ეკონომიკურ-გეოგრაფიულ პირობებს. ამ საკითხებზე არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა. საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და არასაწარმოო დარგებისადმი მიძღვნილი თავები დაიბეჭდა 1966 წელს მოსკოვში გამოცემული "ამიერკავკასიის რესპუბლიკების მეურნეობის გეოგრაფიაში". მისი მონაწილეობით შეიქმნა აგრეთვე რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნი "საბჭოთა საქართველო" და "საქართველო". გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი კრებულებსა და შრომებში, რომლებიც მიძღვნილია საქართველოს ეკონომიკურ და, განსაკუთრებით, აგროგეოგრაფიის საკითხებისადმი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ცემენტის მრეწველობის ეკონომიკის საკითხები", დაიცვა 1953 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.107
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |