შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ქ. ზესტაფონის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტზე გეოგრაფიის სპეციალობით, რომელიც 1939 წელს დაამთავრა. მუშაობა დაიწყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1956 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი და დოცენტი. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში, დედამიწათმცოდნეობაში, მხარეთმცოდნეობასა და ტურიზმში. მისი სამეცნიერო კვლევის თემატიკა მოიცავდა იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბუნებრივ პირობებს, მეტწილად რეკრეაციულ რესურსებს და სპელეოლოგიას. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი საკვლევი თემა, რომელთა ნაწილი დაიბეჭდა სამეცნიერო გამოცემებში. გამოცემული აქვს "ქუთისის ჰავის" ფერადი ბუკლეტი. წლების განმავლობაში საქმიანობდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ქუთაისის ფილიალში (შექმნიდან, 1951 წლიდან), იყო პრეზიდიუმის წევრი, მხარეთმცოდნეობისა და ტურიზმის სექციის ხელმძღვანელი, სწავლული მდივანი (1956 წლიდან). დოცენტი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.109; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.277 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |