The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისმეთ დიასამიძე

ისმეთ დიასამიძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1932
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1996  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირვეთი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა აჭარისწყლის სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; 1953 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი; 1956 წელს დაამთავრა ოდესის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეტეოროლოგიური ფაკულტეტის სპეცკურსი ინჟინერ-მეტეოროლოგიის კვალიფიკაციით; 1962-1966წწ. გაიარა საკავშირო ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ასპირანტურა.

1948-1949წწ. მუშაობდა სოფელ ჩიქუნეთის არასრული საშუალო სკოლის მასწავლებლად; 1956 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საქმთავარჰიდრომეტეოროლოგიის შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ცენტრის უფროსად. გამოქვეყნებული აქვს 71 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება ზღვის ტალღების წარმოშობისა და პროგნოზირების, გრძელპერიოდიანი ტალღების ნავსადგურის აქვატორიებზე და ნავმისადგომებთან გემებზე ზემოქმედების, ზღვის გაჭუჭყიანებისა და ეკოლოგიის პრობლემებს. იყო შვი ზღვის საერთაშორისო პროგრამის შემსრულებელთაგანი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის საკითხში. მიღებული აქვს საზოგადოება "ცოდნის" ოქროს მედალი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის ნავსადგურების აქვატორიებში გრძელპერიოდიანი ტალღების ზემოქმედების დიაგნოზი და პროგნოზი", დაიცვა 1973 წელს (მოსკოვი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.109

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: