The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ისელიძე

ვლადიმერ ისელიძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1972 წელს; სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 1986 წელს (მოსკოვი).

სპორტული კარიერა დაიწყო 1961 წელს; 1965-1981წწ. თამაშობდა "თბილისის დინამოში" (გუნდის კაპიტანი); 1967-1980წწ. იყო სსრკ ნაკრების წევრი; 1966 წელს სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი; სა­ქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის (1979), მეორე და IV სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1967); ორივე სპარტაკიადის საუკეთესო ბომბარდირი. სსრკ ახალ­გაზრ­დუ­ლი ნაკრების შემადგენლობაში (1967, გერ­მანია; 1968, კუბა) "ოლიმპიური თამაშების იმედის" ტურნირებში ­გამარჯვებული; მსოფლიო სტუდენტური თამაშების (უნივერსიადა) ორგზის გამარჯვე­ბული (1970, 1973) და საუკეთე­სო ბომბარდირი (1973), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1974). ­მრავა­ლი საერთაშორისო ტურნირის (მ. შ. "ახალზე­ლანდიური თამაშების" 1975, კრაისჩერჩი) გამარჯვებული. სპორტ­საზოგადოება "დინამოს" საბ­ჭოს ხელმძღვა­ნელი (1990–1994). 2009 წლიდან სა­ქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი, წყალბურთელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.360-361

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - სა­ქართველოს დამსახურებული მწვრთნე­ლი
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1981 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1970 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: