შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იბრაჰიმ ისფაჰანლი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1909-1917 წლებში თბილისის სახალხო თეატრის, ეგრეთ წოდებული ზურაბაშვილების სახლთან არსებული მუსლიმანურ-თათრული საზოგადოების სექციის მსახიობია. 1917-1918 წლებში ამ დრამატულ ჯგუფთან ერთად საგასტროლოდ მიემგზავრება ირანსა და თურქეთში. 1921 წელს ეს ჯგუფი გადაკეთდა აზერბაიჯანულ სახელმწიფო დრამატულ თეატრად, რომლის მსახიობი და თეატრი იყო 1928 წლამდე და 1930-1934 წლებში. 1921 წელს ეს ჯგუფი გადაკეთდა აზერბაიჯანულ სახელმწიფო დრამატულ თეატრად, რომლის მსახიობი და თეატრის რეჟისორი იყო 1928 წლამდე და 1930-1934 წლებში. ი. ისპაჰანლი იყო საქართველოში აზერბაიჯანული თეატრის ერთ-ერთი დამსახურებული მოღვაწე. იგი ფართო დიაპაზონის მსახიობია. შექმნილი აქვს როგორც ტრაგიკული, ასევე კომედიური მხატვრული სახეები. წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული როლები: ჰამლეტი, იაგო (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "ოტელო"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ანზორი (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), კარლი, ფრანცი, ფერდინანდი (ფ. შილერის "ყაჩაღები" და "ვერაგობა და სიყვარული"), ელ ხანი (ჯ. ჯაფარლის "ცეცხლის პატარძალი"), ისკანდერი (კ. კურზაადეს "მკვდრები") და სხვა. მას მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა ქართველ კოლეგებთან: ა. ხორავასთან, ს. შანშიაშვილთან, შ. დადიანთან და სხვებთან. მონაწილეობდა ქართველი ავტორების პიესების სცენურ განხორციელებაში (ა. წერეთლის "კინტო", ს. შანშიაშვილის "ანზორი" და სხვ.). მისი მოღვაწეობა განამტკიცებდა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ კავშირებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.390; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.28 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |