The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტელემაქ გურიელი

ტელემაქ გურიელი
Legal name:ალექსანდრე გურიელი
Date of birth:18??
Date of death:18??
Category:Nobleman, Public Man

Biography

ტელემაქ გურიელი იმდენად გატაცებული იყო ანტიკური პერიოდის ლიტერატურით, რომ სახელი ალექსანდრე ტელემაქით შეიცვალა (ოდისევსის შვილის სახელი), ხოლო თავის ერთადერთ ქალიშვილს იუნონა (იუპიტერის მეუღლე) დაარქვა სახელად. ტელემაქი ტანმორჩილი, კოხტა კაცი იყო. მუდამ ჩოხას ატარებდა. ქუდს არ იხურავდა, მის მაგივრობას უწევდა საუცხოო გრუზა თმა, რომელიც გვირგვინივით აჯდა თავზე. გარდა რუსულისა იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები. ცნობილი მარჯორი უორდროპი ასე გვიხატავს ტელემაქ გურიელის პორტრეტს: "...გურიელები იშვიათად იხურავენ ქუდს, რადგან კულულები ჯეროვნად იცავთ ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სუსხისაგან. მათ ძალიან ლამაზი, სწორი ნაკვთები და გულუბრყვილო გამოხედვა აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ინტელიგენტურები და ფიცხები არიან". ვლასა მგელაძის მოგონებით, ლონდონის მეფის სასახლეში ყოფნისას ტელემაქის "შავი სუროსავით" თმას "მოთელილ ნაბადსავით" რომ ადგა თავზე, თურმე ხელით სინჯავდნენ – თმაა თუ არაო". სუფსაში ტელემაქისა და მისი მეუღლის ნინო ბერიძის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდა იმდროინდელი მოწინავე ქართული ინტელიგენცია. ეს ოჯახი სტუმრობდა გურიაში ჩასული და-ძმა უორდროპებსაც. პოეტი მამია გურიელისა და ჯამბაკურ (ჯაბა) გურიელების ძმა. მგალობელი. 

წყარო: gurianews.com


Share: