შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ კავილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს. 1941 წელს საბჭოთა არმიაში იყო ლეგიონის სანიტარული სამსახურის უფროსი. 1946-1950წწ. მუშაობდა ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1950–1967წწ. საბჭოთა არმიის რიგებშია. 1967– 1972 იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და სამედიცინო სასწავლებლების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1972-1974წწ. – უფროსი; 1974-1978წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის მედიცინისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განყოფილებაში, 1978-1993წწ. ამავე კომიტეტის სამეცნიერო-საორგანიზაციო განყოფილების უფროსად. იკვლევდა ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, მიღწეული შედეგების სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვამ ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მთელ რიგ ინფექციურ, მ. შ. პარაზიტულ და ტროპიკულ სნეულებათა ლიკვიდაციას ან მკვეთრ შემცირებას. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.423 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |