The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიტალი კაკაბაძე

ვიტალი კაკაბაძე
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:1998  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ფსიქოლოგიის სპეციალობით 1952 წელს.

1952-1958წწ. მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტში; 1959-1962წწ. მოღვაწეობდა სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში; 1962-1980წწ. სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1980-1990წწ. ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიას; 1994-1998წწ. განყოფილებას; 1990-1994წწ. იყო ქუთაისის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კა­თე­დრის გამგე და პრორექტორი სამეცნიერო დარგში; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლები, არაცნო­ბიერის პრობლემა, სიღრმის ფსიქოლოგია, მოტივაცია, მუსიკის ფსიქოლოგია, პიროვნების რაობის საკითხი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1985). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 471; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: