შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1961 წელს. 1965-2011წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; პირველი პუბლიკაცია "დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის ლირიკა" გამოაქვეყნა 1962 (ჟურნ. მნათობი, N4); მისი კვლევის სფერო ძირითადად ქართული რომანტიზმია, მისი წარმოშობა და ეროვნული საფუძვლები, რომელსაც მკვლევარმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა: "რომანტიზმის გმირის საკითხი ნ. ბარათაშვილის პოეზიაში" (კრებული "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1968), "ალექსანდრე ჭავჭავაძე და რუსოისტული განწყობილებანი" (კრებული "ალექსანდრე ჭავჭავაძე", 1986), «ქართული რომანტიზმის ისტორიიდან. "ბედი ქართლისა", მისი რომანტიზმი და რეალიზმი» («ლიტერატურული ძიებანი», 1987) და სხვ. კ. იკვლევს თავისი მამის, პ. კაკაბაძის, ცხოვრებასა და შემოქმედებას, გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები: «პოლიკარპე კაკაბაძის არქივიდან, მასალები ტრაგედიისათვის "ვახტანგ გორგასალი"» (ჟურნ. "დრამატურგია", 1989), «რევოლუციის ლიდერის სახე "ყვარყვარე თუთაბერისა" და "ლისაბონის ტუსაღების" მიხედვით» (ჟურნ. "თეატრი და ცხოვრება", 1994) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1989). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 472 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |