The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ზახაშვილი

მიხეილ ზახაშვილი
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:14 ოქტომბერი, 1992  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მექანიკის სპეციალობით - 1939 წელს. 1939 წელს ჩაირიცხა საკავშირო ცენტრალურ ინსტიტუტთან არსებულ უმაღლესი კვალიფიკაციის სინოპტიკოსთა მოსამზადებელ კურსებზე და მიიღო ინჟინერ-მეტეოროლოგის წოდება.

1940 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს თბილისის ამინდის ბუროში; 1941-1945წწ. იყო მოქმედ არმიაში მოძრავი რადომეტეოროლოგიის ცენტრში, ხოლო 1945-1947წწ. ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურის ხაზით მოკავშირეთა სამსახურში (რუმინეთი). არმიიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ თბილისის ამინდის ბიუროში მუშაობს, ხოლო 1952 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1949-1952წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გეოფიზიკის სპეციალობით. მის სადისერტაციო ნაშრომში განხილულია ხმელთაშუა და შავი ზღვების ციკლონების ჩასახვა, ევოლუცია და მათი ამიერკავკასიისაკენ გადმონაცვლების და მათ მიერ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ამინდის პირობების ცვლილების პროგნოსტიკული მეთოდები. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად განხილულია ამიერკავკასიის რთულ რეგიონზე სინოპტიკური ობიექტების გადმონაცვლების ევოლუცია და ამინდის პირობების პროგნოზირების საკითხები. 1969 წლიდან ჯერ საათობრივ, ხოლო შემდეგ სრულ საშტატო ერთეულზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ოკეანოლოგიის კათედრაზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1970).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული პროცესების დინამიკა, რომლებიც აპირობებენ სამხრეთის ციკლონების გამოსვლას ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.126

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: