The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ზირაქაშვილი

თეიმურაზ ზირაქაშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1938  (86 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1964 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მარტყოფის ფიზიკურ გეოგრაფიულ სტაციონარში გამგის მოადგილედ. 1967-1971წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება რეგიონების ლანდშაფტურ კვლევებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის კათედრის დოცენტი, შეთავსებით მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში გეოგრაფიის კათედრაზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-ტერიტორიული კომპელქსების ლანდშაფტურ-გეოფიზიკური თავისებურებანი და წლიური მდგომარეობები (მარტყოფის სტაციონარის მაგალითზე)", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.128


გააზიარე: