Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კალანდარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1974 წელს, შემდეგ, სწავლა განაგრძო ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუტში. 1979 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი და მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი კრიტიკისა და თეორიის მიმართულებით; იყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი; რამდენიმე პროფესიული პრემიის ჟიურის წევრი; 10-მდე წიგნის რედაქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი და პროფესიული გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრი; 100-მდე თეორიული და ისტორიული ხასიათის სამეცნიერო პუბლიკაციის, რუსული და ფრანგული თეატრალური ენციკლოპედიების წერილების, რამდენიმე წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის: "სანდრო ახმეტელის რეჟისურის პრობლემები" (თბ., 1986, რუს. ენაზე), "მოდერნიზმი ქართულ თეატრში" (2010). მიღებული აქვს საქართველოს თეატრალური საზოგადოების პროფესიული პრემიები (1984–85). თეატრმცოდნე, თეატრის კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1993), პროფესორი (1996). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული თეატრის ძირითადი მიმართულებანი (მე-20 საუკუნის დასაწყისი)", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 485-486; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.584 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |