შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1951 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო მექანიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1958-1960წწ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; მისი მონაწილეობით საქართველოში, მსოფლიოში პირველად, ტყვარჩელის ერთ-ერთ შახტზე გამოიცადა და დაინერგა მიწისქვეშა სამგზავრო კიდული ბაგირგზა, რომელსაც შემდგომში ხშირად იყენებდნენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; მისი გამოცდილება გაიზიარეს რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა შახტებში; მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულება შეეხებოდა სამგზავრო ბაგირგზების გამტარუნარიანობის გაზრდას, საიმედოობის ამაღლებასა და ექსპლუატაციის უსაფრთხოებას; ის ითვლება სამგზავრო ბაგირგზების მდგრადობის თეორიისა და ბაგირგზების დეფექტოსკოპიის ერთ-ერთ ფუძემდებლად; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და დაინერგა ბაგირგზებისათვის ინდუქციური კავშირისა და სიგნალიზაციის ორიგინალური აპარატურა, ფოლადის ბაგირებისა და ფოლადის მილების გაუმჯობესებული კონსტრუქციის დეფექტოსკოპები, ბაგირგზის მზიდი ბაგირის ბერკეტულ-ზამბარიანი დამჭიმავი მოწყობილობები და სხვა; 1939-1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; უშუალოდ მონაწილეობდა ბერლინის აღებაში. მიღებული აქვს 18 საბრძოლო ორდენი და მედლები; ავტორია 25 გამოგონებისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის; სამთო ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1975), საბაგირო ტრანსპორტის ფუძემდებელი საქართველოში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 489 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |