The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალიმ თვალთვაძე

ალიმ თვალთვაძე
Date of birth:10 December, 1903
Date of death:26 February, 1991  (at 87 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გაღმა ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1921 წელს და მუშაობა დაიწყო გაღმა ჩუნეშისა და ყუმისთავის არასრულკომპლექტიან სკოლის გამგე-მასწავლებლად. 1923-1927წწ. იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში; 1927 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მასწავლებლად; 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი გეოგრაფიის განხრით. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე. კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში, გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკასა და ბუნების დაცვაში. შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის I საცდელ-სანიმუშო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, ქუთაისის ოფიცერთა სახლში. მოღვაწეობდა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1946-1948წწ. მიწვეულ იქნა და პარალელურად მუშაობდა ჯერ სოხუმის პედაგოგიურ და შემდეგ ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტებში. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობასაც. წლების მანძილზე აღმოაჩინა და შეისწავლა წყალტუბოს ზონის ტერიტორიაზე კირქვულ სივრცეებში არსებული მღვიმეები და მღვიმური ჭები (საწურბლია, სოლკოტა, საქაფია და სხვ.). შესრულებული აქვს 44 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა მეტი ნაწილი გამოქვეყნებულია. იკვლევდა დასავლეთ საქართველოს ბუნებას. წლების მანძილზე იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე. 1980 წელს აირჩიეს საზოგადოების საპატიო წევრად. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ჯერ თბილისში, შემდეგ სოფელ გაღმა ჩუნეშში ცნობილი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის "სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშანი (1940, 1985). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩრდილო-დასავლეთ იმერეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) დახასიათება", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.133-134

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

Share: