Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ კამბერლენი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ანტვერპენი. სწავლობდა ანტვერპენის აკადემიაში, შემდეგ კი – პარიზში. 1798 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1805 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგში; 1816 წელს დაინიშნა საქართველოს საგუბერნიო არქიტექტორად; 1817 წელს მან, რომელიც იყო ნიდერლანდების მოქალაქე, მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა; ძირითადად მოქანდაკედ მუშაობდა; მან სხვებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ბირჟის შენობისა და როსტრალური კოლონების სკულპტურულ გაფორმებაში (1805-1810, არქიტ. ტომა დე ტომონი); შეადგინა სამხედრო სკოლის ფრონტონის პროექტი პეტერბურგში (დაახლ. 20,0 მ × 4,5 მ). თბილისში ცნობილია მის მიერ შესრულებული ერთადერთი პროექტი – თეკლა ბატონიშვილის სახლი; პროექტი (ორი ფასადი) დათარიღებულია 1819 წ. 27 მარტით (ძვ. სტილით). დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 505 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |