შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, მარტვილის რაიონი. განათლება მიიღო მარტვილის მონასტერში. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან, წერდა საქართველოს ისტორიულ წარსულზე ("დროება", "ივერია", "მწყემსი"). ლექსების გარდა დაწერილი აქვს პოემები: "მარიამ მეგვიპტელი", "რუხის ომი" (სოლომონ I-ის დრო, როცა სამაგრელოს მთავარმა სოლომონის დახმარებით დაამარცხა აფხაზეთის მთავარი შარვაშიძე და მისი მოკავშირე ოსმალთა და ჩერქეზთა ლაშქარი, დაცულია საქართველოს მუზეუმში №245), პიესები: "იროდ-ანტიპა" (დრამა), "სიმონ ლაშხიძე" (კომედია), აგრეთვე წერილები მეგრული ენისა და სახარების შესახებ, რომელშიც აღიარებს, რომ მეგრული ენა ქართულის კილოკავია, ანუ იგივე ქართული, რუსულად დაწერილი აქვს წერილი "Где конец междуособий". 1866 წელს მონაწილეობას იღებდა "გლეხთა განთავისუფლების კომისიაში", როგორც წევრი და ექსპერტი. (მისი გარდაცვალების თარიღად ზოგი წყარო მიიჩნევს 1909 წელს). დიდი ნიკო დადიანის შვილიშვილი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.793
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |