შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზოია კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს. 1970 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა იმავე ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად, ხოლო შემდეგ უფროს ლაბორანტად; 1975 წლიდან ინსტიტუტთან არსებულ მოსამზადებელ კურსებსა და მოსამზადებელ განყოფილებაზე გეოგრაფიის მასწავლებლად; 1985 წლიდან - გეოგრაფიის კათედრის უფროს მასწავლებლად. ამავე პერიოდიდან ეწოდა კვლევით სამუშაოს - "აფხაზეთის ლანდშაფტების დინამიკა (ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების ანალიზის საფუძველზე)". ამ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი სოხუმის ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის შრომებში. წაკითხული აქვს მოხსენებები კონფერენციებზე, რომლებიც დაბეჭდილია მასალებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში კითხულობს სალექციო კურსს გეოგრაფიულ დისციპლინებში. უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.141
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |