The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა კაპანაძე

ირინა კაპანაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1960  (65 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს.

1991 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005-2009წწ. იყო სლავური ენების კა­თე­დრის რუსული  ენის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია რუსულის, კავკასიოლოგიისა და თარგმანის მიმართულებაზე. ამავე წლიდან არის სა­ქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. ავტორია მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოებისა; თარგმნის სამეცნიერო ლიტერატრას რუსულ ენაზე; თანამშრომლობს სამენოვან სამეცნიერო ჟურ­ნალთან "კავკასიოლოგიური ძიებანი". ენათმეცნიერი-რუსისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Принципы представления многозначных глаголов в русско-грузинских словаря", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რელიგიური ტერმინოლოგია სლავურ-რუსულ და ქართულ ბიბლიურ წიგნებში", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 526; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.470

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: