შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარპეზ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1943 წელს. 1958-1959წწ. იყო საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1962-1990წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პრორექტორის მოადგილე ვეტერინარიის დარგში; 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. შეისწავლა საქართველოში ვეტერინარული ისტორიის პრობლემები, დაამუშავა ვეტერინარული ლექსიკოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და ორთოგრაფიის საკითხები; ავტორია ვეტერინარული დამხმარე სახელმძღვანელოსი, ასევე მონოგრაფიული ნაშრომების; მან პირველმა განაზოგადა მსოფლიო სავეტერინარო კონგრესების ისტორიის მასალები. 1979 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ XXI მსოფლიო სავეტერინარო კონგრესის მუშაობაში; იყო ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ვეტერინარიის სექციის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები; ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1995). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 526; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.19 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |