შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კეჩხუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძევერა, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ნიადაგების გეოგრაფიის სპეციალობით 1976 წელს. 1977 წელს მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობის აკადემიის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1981-1984წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. მუშაობდა თემაზე - "ანთროპოგენური ზემოქმედების გავლენა წითელმიწა ნიადაგების შედგენილობა-თვისებებზე". 1992 წელს პარალელურად მუშაობა დაიწყო თბილისის ვ. დვალიშვილის სახელობის მე-4 ქართულ გიმნაზიაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1998-2002წწ. იყო დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, აგრეთვე მეთოდური ხასიათის წერილები გაზეთებსა და ჟურნალებში. არის მასწავლებლის მეთოდური წიგნის - "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის" (IX კლასი) თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მინიჭებული აქვს მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია (1998), საუკეთესო მასწავლებელი (1998), გეოგრაფიის მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.146
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |