The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გური კვირიკაძე

გური კვირიკაძე
Date of birth:15 June, 1905
Date of death:10 October, 1958  (at 53 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1935 წელს.

მუშაობა დაიწყო საშუალო სკოლაში მასწავლებლად. 1935 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის ასისტენტია; 2 წლის შემდეგ სამუშაოდ გადაჰყავთ საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების სწავლულ მდივნად; 1938 წელს ინიშნება ქუთისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის უფროს მასწავლებლად. ლექციებს კითხულობდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ და სოციალურ გეოგრაფიაში. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროს შეადგენდა დასავლეთ საქართველოს რეგიონული ხასიათის ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები, განსაკუთრებით მემინდვრეობის საკითხები. ამ მიმართულებით გამოაქვეყნა 30-მდე სამეცნიერო შრომა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1942).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი რაჭის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1942 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.150

Bibliography


Share: