შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთო კიკაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1978 წელს. მუშაობა დაიწყო ტრესტ "კოლხეთმშენის" N5 მოძრავ-მექანიზირებულ კოლონაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1981 წლიდან მუშაობს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტში, "საქაგრომრეწვში", სპეციალურ საპროექტო ბიუროში, "საქწყალექსპლოატაციაში" სხვადასხვა თანამდებობებზე. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც დამუშავებულია სასურსათო ფონდის შევსების მიზნით - სახალხო მეურნეობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის - ნიადაგის რწყვის რეჟიმისა და მელიორაციასთან დაკავშირებული საკითხები. არის აღმოსავლური ორთაბრძოლების (კარატე) ინსტრუქტორი (შავი ქამარი, მეორე "დანი"). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნიადაგის წყლის ბალანსი და შაქრის ჭარხლის რწყვის რეჟიმი შიდა ქართლის პირობებში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.150-151 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |