The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კარტოზია

დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1899
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 1958  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოქალაქევი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო ფაკულტეტის ბიოლოგიის განყოფილება 1934 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ი. ბერიტა­შვი­ლის ხელმძღვანელობით; 1935-1937წწ. შეთავსებით მუ­შა­ობ­და ა. პუშკინის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში ფიზიოლოგიის კა­თე­დრაზე; ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მო­ღვაწეობას; 1922 წელს იყო სოფელ გეჯე­თის (ახლანდელი სენაკის მუნი­ციპალიტეტი) შვიდწლიანი შრომი­თი სკო­ლის მასწავლებელი; 1927-1930წწ. ბეთ­ლემის (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი) ოთხწლედის გამგე; 1937 წლიდან მუ­შა­ობ­და თბილისის 33-ე საშუალო სკოლაში (ამჟამად მე-18 საჯარო სკოლა) თავდაპირველად სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო 1940 წლიდან დირექტორად; ავტორია სასწავლო-მეთოდური ხასიათის შრომებისა, მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფია "ნერვული სისტემის სწავლება მე-8 კლასში". მეთოდისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 556-557

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - სა­ქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: