The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცარო კარტოზია

ცარო კარტოზია
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 2004  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს.

1971-1975წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მო­ად­გი­ლე სამეცნიერო დარგში; 1974-1976წწ. სა­ქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნიერო-სამედიცინო საბჭოს პრეზიდიუმის სწავლული მდივანი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ბიოლოგიის საბჭოს წევრი. მის სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს დედის, ნაყოფისა და ბავშვის ნივთიერებათა ცვლის თავისებურებების, მათ შორის მეტაბოლური პროცესების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემების შესწავლა. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1975).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 557-558

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)
  • სამედიცინო სოციოლოგიური აკადემია, წევრი (1998-)
  • სამედიცინო-ბიოლოგიის აკადემია, წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: