The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ კიკნაძე

ნუგზარ კიკნაძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეზღვაური, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტი 1969 წელს.

სტუდენტობამდე მუშაობდა "თბილმშენის" მუშად; 1969-1970წწ. იყო ბათუმის თევზსაჭერი ტრალერის, 1970-1971წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ "ქერჩის" ელექტირკოსი; 1971-1972წწ. საქმთავარენერგოს ინჟინერი; 1972-1973წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ "მიონის" საამწყობო საამქროს ინჟინერი; 1973-1975წწ. არმიის ოფიცერი: 1976-1982წწ. თბილქალაქმშენის II სამმართველოს მთავარი მექანიკოსი; 1982-1988წწ. საპროექტო ინსტიტუტ "მეტრაქსის" წამყვანი კონსტრუქტორი; 1988-1994წწ. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ინსტრუქტორი. მონაწილეობდა შავი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების აფროსანთა შეჯიბრებებში და საზღვაო ექსპედიციაში (1999) - "აბრეშუმის გზა - დიალოგის გზა" (ფოთი-გენუა-ფოთი). მას მთავარი საქმე - კვლევა-ძიება-ნაოსნობა ძველი კოლხეთისა და იბერიის ზღვაოსნებმა, ნავმშენებლებმა და მოგზაურებმა შთააგონეს. მარტოდმარტო მოგზაურობის სურვილი ამერიკელი - მსოფლიოს გარშემო აფრიანი ნავით პირველი მარტოდმარტო მოგზაურის ჯოშუა სლოკამის (1895-1898) წიგნმა აღუძრა. 1994-1995წწ. თვითნაგები კრეისერული იახტით დედამიწის გარშემო მარტოდმარტო ნაოსნობის პირველი ცდა უკვე ჰქონდა. ფოთიდან კანარის კუნძულებს მიაღწია, მაგრამ უსახსრობის გამო მოგზაურობა შეწყვიტა. 2004-2006წწ. ემზადებოდა დედამიწის მარტოდმარტო შემოსავლელად მსოფლიოში ყველაზე მცირე (სიგრძე 3,27 მ.) თვითნაგები კრეისერული იახტით. მარშრუტი - საქართველო-საბერძნეთი-იტალია-სამხრეთ ამერიკა-ჩინეთი-ინდოეთი-არაბეთი-ეგვიპტე-ისრაელი-კვიპროსი-საქართველო იყო. მოგზაური, დამპროექტებელი, ნავმშენებელი, აფროსანი, კაპიტანი, ვიდეოფილმების და საზღვაო წიგნის ავტორი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.154-155

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: