The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ კილასონია

არჩილ კილასონია
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:14 მარტი, 1997  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადილი: ქ. ქუთაისი.

1938-1941წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საიდანაც მეოთხე კურსის სტუდენტი გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1942 წელს დაამთავრა თელავის საზენიტო არტილერიის სამხედრო სასწავლებელი.

ომის დროს იბრძოდა უკრაინის I და II და ბელორუსიის I ფრონტზე ჯერ ოცეულის, შემდეგ ბატარეის მეთაურის თანამდებობებზე. მას მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1959 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. მუშაობდა ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1971 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ჯერ უფროს მასწავლებლად, ხოლო 1972 წლიდან კათედრის დოცენტად. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1976).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალსაცავთა მრავალწლიური რეგულიერების გაანგარიშების საკითხისათვის მონტე-კარლოს მეთოდით", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.155-156


გააზიარე: