შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა კასრაძე-დამერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით 1980 წელს. 1981 წლიდან ასწავლიდა ფიზიკას ჩელიაბინსკის (რუსეთი) სხვადასხვა საშუალო სკოლაში; 1988 წლიდან მუშაობს ჩელიაბინსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; ხელმძღვანელობს დოქტორანტურას, ასპირანტურას და სამაგისტრო პროგრამებს; არის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; იკვლევს ფიზიკის სწავლების ასპექტებს (ცნებათა ფორმირება, სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავება, სწავლების ტექნოლოგიების გამართვა), უმაღლესი განათლების საკითხებს; 1994 წლიდან ხელმძღვანელობს ფართომასშტაბიან პედაგოგიურ ექსპერიმენტს სკოლაში ფიზიკის წინმსწრები სწავლების დასანერგად, დაამუშავა და შექმნა ფიზიკის სახელმძღვანელოები მე-5–6 კლასებისთვის, რომლებიც დაინერგა რუსეთის სკოლებში; არის მრავალი სასწავლო კურსის ავტორი; 1994 წლიდან ფიზიკის სწავლების მეთოდიკაში ჩატარებული რუსეთის სტუდენტების ოლიმპიადების ორგანიზატორი და ჟიურის თავმჯდომარე; არის ქართულ ენაზე შექმნილი ფიზიკის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია და 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია; მიღებული აქვს პატენტი დიდი ჰადრონული კოლაიდერის სასწავლო მოდელის შექმნისთვის. თანაავტორებთან ერთად გამოცემული აქვს ფიზიკის სახელმძღვანელოები ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასებისთვის (1998–2006); მიღებული აქვს რუსეთის განათლების აკადემიის ჯილდოები. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1997). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 567 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |