შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის (სოხუმი) მექანიზაციის ფაკულტეტი 1963 წელს. იყო ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის პედადოგი; 1976-1982წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მთავარ კონსტრუქტორად; 1982-1985წწ. ამბროლაურის რაიონში ხელმძღვანელობდა აგროსამრეწველო გაერთიანებას; 1986 წლიდან იყო კომბინირებული საკვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 გამოგონების ავტორი. დაამუშავა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სამთო პირობებში მუშაობის გაუმჯობესების მეცნიერული რეკომენდაციები და სუბტროპიკული კულტურების კომპლექსური მექანიზაციისათვის საჭირო მანქანების გაანგარიშების საფუძვლები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 579 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |