შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კახეთელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამთისი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1936 წელს. 1935-1940წწ. კითხულობდა პოლიტიკური ეკონომიის კურსს თბილისის სხვადასხვა ტექნიკუმში; 1942-1954წწ. იყო პარტიულ სამუშაოზე; 1954-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სხვადასხვა განყოფილების გამგედ; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1939-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების), რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის, აგრარულ ურთიერთობათა, სახალხო მეურნეობის ისტორიის, სტატისტიკისა და აღრიცხვის პრობლემებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 585 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |