შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ კახიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. ალპინიზმის უფროსი ინსტრუქტორ-მეთოდისტი (1958); 14 წლის ასაკში გ. ზურებიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო დაღუპული უკრაინელი ალპინისტების მთიდან ჩამოსვენებაში (1935); 1939-1945წწ. II მსოფლიო ომის მონაწილე, უფროსი სერჟანტი. გასული საუკუნის 50-60 წლებში მრავალი რთული ასვლის მონაწილე კავკასიონსა და პამირზე; მთამსვლელობაში სსრკ ჩემპიონატების სამგზის ოქროს (სტალინის პიკი – 1955, ვოროშილოვის პიკი – 1959, ტაჯიკისტანის პიკი – 1966), ორგზის ვერცხლისა (ლენინის პიკი – 1960, შუროვსკის პიკი – 1962) და ორგზის ბრინჯაოს (1957, მ. ხერგიანთან ერთად გაიარა რთული და სახიფათო მარშრუტი მთა დონღუზორუნის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე, 1958 – ტუტუბაში) მედლის მფლობელი; მყინვარი ტერსკოლი, ყაბარდო-ბალყარეთი – 1992; მწვერვალ იალბუზთან სამთოსამაშველო სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. აღზრდილი ჰყავს ასობით ალპინისტი, მათ შორის ათობით სპორტის ოსტატი და სსრკ ჩემპიონი; ინგლისში მ. ხერგიანთან ერთად მიენიჭა "კლდის ვეფხვის" წოდება (1960). მის პატივსაცემად ერთ-ერთ მთის მწვერვალს (3367 მ) იალბუზთან მისი სახელი ეწოდა. მთამსვლელი, მეკლდეური, პროფესიონალი მწვრთნელი ალპინიზმში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 600 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |