The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინე ლაზარაშვილი-ჯიბლაძე

მარინე ლაზარაშვილი-ჯიბლაძე
ოფიციალური სახელი:მარინე ლაზარაშვილი
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1975 წელს.

1974 წლიდან პერიოდულად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ლაბორანტის თანამდებობაზე; 1976 წლიდან შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში; 1997 წლიდან მუშაობს თბილისის სამგორის რაიონის განათლების განყოფილებაში გეოგრაფიის სწავლების მეთოდისტად; აქვე, რაიონის სკოლების ბაზაზე ჩამოაყალიბა "მცირე გეოგრაფიული საზოგადოება". მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიულ სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი ეხება მეთოდურ საკითხებს. მისი თანაავტორობით გამოიცა "სამუშაო რვეულები გეოგრაფიაში" VIII და IX კლასებისათვის (1998).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.166


გააზიარე: