The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო დონაძე

Date of birth:1905  (120 years)
Date of death:19??
Category:Economist, Public official, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი უყეში, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მოსკოვის სავაჭრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1934 წელს.

1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის ინსტრუქტორად პიონერებთან, 1926-1927 წლებში ზედამხედველობას უწევდა სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებს. 1927 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის (ბ) თბილისის კომიტეტში; 26 კომისრის სახელობის პარტიის რაიონულ კომიტეტში - სააღრიცხვო-საინფორმაციო განყოფილების გამგის მოადგილედ; მოსკოვში, ლენინის სახელობის პარტრაიკომის შტატგარეშე ინსტრუქტორად. 1934 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში კითხულობდა ლექციებს კურსს ვაჭრობის, ეკონომიკისა და  ფინანსური დაგეგმარების შესახებ. 1934-1937 წლებში იყო სახბანკის სამრეწველო სექტორის დირექტორი; 1937 წელს საქართველოს ვაჭრობის სახელმწიფო კომისრის მოადგილე და საგარეო ვაჭრობის რწმუნებული საქართველოში; 1938 წლიდან საქართველოს სსრ ვაჭრობის სახელმწიფო კომისარი. იმავე წელს აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, შემდეგ საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრად.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.885


Share: