შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ ლოლუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1956 წელს. 1957-1966წწ. მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის (ახლა მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლე) მხარეთმცოდნეობის კაბინეტში პედაგოგად; 1966 წლიდან მუშაობს ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციაში ჯერ უფროს სამეცნიერო რედაქტორად, 1986 წლიდან გემგედ. იგი აქტიურად მონაწილეობდა პირველი ქართული საბჭოთა თერთმეტ ტომიან უნივერსალური ენციკლოპედიის გამოცემაში, აგრეთვე ენციკლოპედია "საქართველოს" I ტომის (1997), ენციკლოპედია "თბილისის" (2002), "მსოფლიოს სახელმწიფოთა დედაქალაქების" (ცნობარი, 1979), "გამოჩენილი მოგზაურები და ბუნების მკვლევარები"-ის (1989) და სხვ. აღნიშნულ გამოცემებში მის მიერ შედგენილი და რედაქტირებულია არაერთი წერილი. იგი არის საქართველოს ენის სახელმწიფო პალატასთან შექმნილი "გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის" სამთავრობო კომისიის, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო საბჭოსა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი. ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგე. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.174 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |