შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათლებელი მოძრაობისა და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელი, ლ. კერესელიძის ძმა. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ დაწყებულ რეაქციას გაერიდა და 1906 წელს ცოლ-შვილთან ერთად წავიდა შვეიცარიაში, სადაც ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მალე რუსეთმა პოლიტიკური საქმიანობის გამო ძმები კერესელიძეების გადაცემა მოითხოვა; შვეიცარიის სასამართლოზე ბელგიელმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სამართალმცოდნე ერნესტ ნისმა მათ დასაცავად წარმოთქვა სიტყვა: რომელშიც აღნიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 წლის ხელშეკრულება, ამიტომ ქართველთა ყველა ქმედება პოლიტიკური ბრძოლაა და დაუშვებელია ძმების რუსეთისათვის გადაცემა; სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა; 1910 წელს მან პ. სურგულაძის თაოსნობით დაფუძნებული "ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფის" წევრი გახდა; 1913-1914წწ. მათ დააარსეს ჟურნალი "თავისუფალი საქართველო", რომლისის ერთ-ერთი რედაქტორი იყო გიორგი კერესელიძე; ჯგუფის წევრები გერმანიას თვლიდნენ ყველაზე რეალურ ძალად, რომელსაც შეეძლო საქართველოს დახმარება. ამიტომ I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დაუკავშირდნენ გერმანიის მმართველ წრეებს, ჟენევიდან ბერლინში გადავიდნენ და "საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი" შექმნეს (პ. სურგულაძე, ძმები ლ. და გ. კერესელიძეები, ნ. მაღალაშვილი, ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი, გ. მაჩაბელი და სხვ.); კერესელიძე რედაქტორობდა კომიტეტის მიერ დაარსებულ "ქართულ გაზეთს" 1916-1918წწ., 1918-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს, 1919 წლიდან – დამფუძნებელი კრების წევრი. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ (1921), ის ემიგრაციაში წავიდა. იყო გაზეთ "თეთრი გიორგის" რედაქციის წევრი და ერთ-ერთი ავტორი. II მსოფლიო ომის წლებში (1939-1945) თანამშრომლობდა ბერლინში ხელისუფლების მიერ შექმნილ "კავკასიის სამმართველოსთან" (ხელმძღვანელი ვ. ახმეტელი). პოლიტიკური საკითხების გარდა, იღვწოდა ქართველ ტყვეთა გათავისუფლებისათვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 627-628; გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალურ ვებგვერდი: kvirispalitra.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |