Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე მამაიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნინიგორი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1951 წელს. 1951-1955წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1952 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1971 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი. კითხულობდა ლექციებს სოციალურ და ეკონომიკურ გეოგრაფიაში. შესრულებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთგან 17 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობა მოიცავდა საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გამოკვლევებს, აგრეთვე ცალკეული რეგიონების შესწავლას. შესრულებული აქვს ნაშრომი კოლხეთის მელიორაციის შესახებ, აჭარის, აფხაზეთის და ბორჯომის ტერიტორიულ-რეკრეაციული კომპლექსის, აგრეთვე, თბილისის საქალაქო აგლომერაციის მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის შესახებ. ეწეოდა მთრგმნელობით საქმიანობასაც. მისი თანავტორობით შესრულებულია უმაღლესი სკოლის სამი დამხმარე სახელმძღვანელო და მეთოდური ნაშრომი - "საკურსო შრომების თემატიკა სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში" (1980). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.179-180 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |