შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჩხოროწყუ, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1973-1977წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრაზე; 2003-2007წწ. ალბათობის თეორიისა და მათავარი სტატისტიკის კათედრაზე; 1975 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში (ამჟამად სტუ-ის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი), იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე; 1978 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე; 2002-2007წწ. მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრაზე; 2008 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2007-2013წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის ლაბორატორიის გამგე; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2012 წლიდან არის ქართული ენციკლოპედიის კონსულტანტი. მის სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ალბათობის თეორია ვექტორულ სივრცეებში, შემთხვევით ვექტორთა კორელაციური თეორია და შემთხვევითი მწკრივები, მატრიცებისა და ოპერატორების თეორია. კიბერნეტიკისა და გამოთვლითი მათემატიკის სპეციალისტი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 650; ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: micm.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |