The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მელაძე

გიორგი მელაძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1930  (93 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1953 წელს.

განაწილებით სამუშაოდ წავიდა მუხაესტატეს (ქობულეთის რ-ნი) ციტრუსების მეურნეობაში აგრონომად. 1954 წელს არჩეულ იქნა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1958-1961წწ. ამავე ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი; 1963 წელს აირჩიეს ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, 1979 წლიდან ამავე ინსტიტუტის აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგედ. შეთავსებით მუშაობდა აგრარულ უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 110-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია. მიღებული აქვს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ბრინჯაოს მედალი (1986). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1988).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი სუბტროპიკული რაიონების აგროკლიმატური დახასიათება", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების წარმოების აგროკლიმატური პირობების გამოკვლევა კავკასიის ტერიტორიაზე, მათი განვითარებისა და მოსავლის აგრომეტეოროლოგიური პროგნოზების მეთოდები", დაიცვა 1975 წელს (ქ. ლენინგრადი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.191-192; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.24

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული აგრონომი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: