შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1947 წელს სწავლა განაგრძო ქ. თბილისში მოსკოვის ფილიალთან არსებულ იურიდიულ სპეციალობაზე, რომელიც მალე დაიხურა. 1950 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა კლიმატოლოგიის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოში. 1957-1968წწ. იყო უფროსი ინჟინერი და ჯგუფის უფროსი; 1968-1975წწ. განყოფილების გამგე და 1976-1983წწ. თბილისის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე. წლების მანძილზე შეთავსებით ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ინიციატივით ქ. ფოთში შეიქმნა ექსპერიმენტულ-მეთოდური ბაზა. აქ დაკვირვებების შედეგად მიიღო რიგი დასკვნები, რომლებიც გამოიყენა სამეცნიერო ნაშრომებში. კერძოდ, ნალექების გაზომვისას დაშვებული ცდომილებები და მათი თავიდან აცილების ხერხები, დაადგინა აღრიცხული ნალექების რაოდენობაზე მოქმედი ფაქტორების რიცხვითი მაჩვენებლები, რითაც საკმაოდ დააზუსტა ადრე შედგენილი იზოჰიეტების რუკები. აღსანიშნავია აგრეთვე მაღალმთიანი ადგილების ატმოსფერული ნალექების განაწილების კანონზომიერებათა შესწავლა და იქ გაზომილი ნალექების მეთოდიკის დაზუსტება. მას ეკუთვნის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება კლიმატოლოგიის, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური მითითებები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული ნალექების მრავალწლიური სიდიდეების განსაზღვრა, ნალექმზომი ხელსაწყოების ცდომილებების გათვალისწინებით", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.192-193
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |