შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1964წწ. მუშაობდა ქ. ალმა-ათაში, ყაზახეთის ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურში ინჟინრის თანამდებობაზე; 1964 წლიდან - ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჯერ ინჟინრის, შემდეგ უმცროსი, ხოლო 1974 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1987 წლიდან მუშაობდა "ენერგოქსელპროექტში" მთავარ ჰიდროლოგად; 1974-1976წწ. სამუშაოდ მივლინებული იყო სირიაში; 1981-1983წწ. - საირიგაციო სამუშაოებისათვის ანგოლაში. გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს წყლის რესურსების და მდინარეთა რეჟიმის შესახებ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობზე წყლის ბალანსის ელემენტების გაანგარიშება", დაიცვა 1973 წელს (ქ. ლენინგრადის ჰიდროოგიის ინსტიტუტი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.196-197 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |