შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი მიქაუტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1975წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის განხრით. 1978-1979წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი; 1979-1982წწ. - გეოგრაფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1982-2005წწ. - გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 2005 წლიდან მედიცინისა და საბუნებისმეტყვრლო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გეოგრაფიის მიმართულებით; 2007 წლიდან - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესის კოორდინატორი; 2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2014წწ. - გეოგრაფიის დეპარტამენტის კოორდინატორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი. მის სადისერტაციო ნაშრომში გამოკვლეულია ზღვისპირა რაიონების კლიმატური პირობების კავშირი ტროპოსფეროს სრული ენერგიის მდგენელებთან; დადგენილია ურთიერთ-დამოკიდებულება ამ მდგენელებსა და ატმოსფერულ ნალექებს შორის. მიღებულია საპროგნოზო განტოლება თავსხმა ნალექების წინასწარმეტყველებისათვის, 36-72 საათით ადრე. მისი კვლევის ობიექტს შეადგენს ეკოლოგიის საკითხები; ჩატარებული აქვს საინტერესო სამუშოები ატმოსფერული ჰაერის დამაჭუჭყიანებელ ზოგიერთ ინგრედიენტსა და მეტეოროლოგიურ ელემენტებს შორის ურთიერთკავშირის გამოვლენის მიზნით. მიღებული შედეგები გაშუქებულია ხელნაწერ ფონდებში. გამოქვეყნებული აქვს 53 სამეცნიერო ნაშრომი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰაერის მასების ტრანსფორმაცია შავი ზღვის ზედაპირზე გადმოსვლისას", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.197; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |