შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მაზანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, სადაც გაიარა როგორც კლასიკური და ჯაზური ფორტეპიანოს, ასევე საკომპოზიციო კლასი. ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლიდან დაიწყო; 10 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურსში, სადაც ლაურეატის წოდება მიიღო; 1999 წელს მუშაობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ შეხვდა მუსიკოსებს - გია სალაღიშვილსა და ნოდარ ექვთიმიშვილს და ჩამოაყალიბა საქართველოს ჯაზ-ტრიო. ეს ტრიო მონაწილეობდა ბევრ საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალში, სადაც დავით მაზანაშვილმა მიიღო პირველი ლაურეატის წოდება; დავით მაზანაშვილი აგრეთვე არის საქართველოს პროფესიონალთა ლიგის წევრი; იგი უკრავდა და სცენას იყოფდა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან როი ეიერსი, ჯენის ჰარინგტონი, ტანია მარია, ბილი კობემი, დერეკ ჯეიმზი, გერი სუორტსი და სხვები. პიანისტი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |