შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხალილ ფშანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1946 წელს. სასწავლებელის დამთავრების შემდეგ განაწილებით კასპიის საზღვაო სანაოსნოში მოხვდა; 1948 წლამდე ცურავდა კასპიის საზღვაო სანაოსნოს გემებზე, თავდაპირველად მატროსად, შემდეგ კაპიტნის თანაშემწედ, ბოლოს კი იქვე გახდა კაპიტანიც; მოგვიანებით კასპიაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მას შავი ზღვის სანაოსნოს დამხმარე ფლოტის გემებზე საქმიანობისას გამოადგა, სადაც 1954 წლამდე მოუწია დარჩენა; 1954-1955 წწ. იყო ცნობილი ანტარქტიდის ვეშაპმჭერი ფლოტილიის - "Слава"-ს გემების კაპიტნის თანაშემწე და კაპიტანი; 1955 წელს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და საქმიანობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გააგრძელა; შრომითი საქმიანობის პარალელურად და მრავალწლიანი საზღვაოსნო გამოცდილების თეორიული ცოდნით გასაღრმავებლად 1971 წელს დაუსწრებლად ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (ОВИМУ) ფლოტის ექსპლუატაციის ფაკულტეტიც დაამთავრა; 1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ბათუმის პორტის კაპიტანი იყო. საზღვაო დარგისა და ფლოტის მართვის გამოცდილი და ამაგდარი სპეციალისტი დამსახურებული ავტორიტეტის გამო უყვარდათ და პატივს სცემდნენ. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |