შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ობოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს ფიზიკურ-გეოგრაფიულ საგნებში. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც ვადამდე იქნა დემობილიზებული. შემდეგ მუშაობდა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორად; ასპინძის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ; თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორის მოადგილედ; ფიზკულტურის ინსტიტუტის პრორექტორად და, ბოლოს, ალპური კლუბის დირექტორად. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იყო მოწინავე სპორტსმენი. სტუდენტობის დროს გაძლიერდა მისი ინტერესი ტანვარჯიშისა და ძალოსნობის სახეებში. გახდა ამიერკავკასიის ჩემპიონი ძალოსნობაში. მესამე კურსიდან გაიტაცა მთამსვლელობამ, განსაკუთრებით, მწვერვალ სამსარზე ასვლის შემდეგ. ამ დროიდან მოყოლებული მან ალპინისტური მოღვაწეობა დაიწყო; განახორცილა 100-ზე მეტი ასვლა, მათ შორის, პამირის მთიანეთის ურთულეს მწვერვალებზე (7000 მეტრზე მაღალი). გარდა ამისა, არაერთი მწვერვალი დაიპყრო კავკასიონის ქედზე, მათ შორის, დასავლეთი შხარა კედლით (1958), დიხთაუ-მიჟირგი-ცენტრალური შხარა (1959), გორი-დასავლეთი შხარა-ცენტრალური, შხარა-აღმოსავლეთი, შხარა-44 წელი - ჯაფარიძე-ჭავჭავაძე-წერეთელი-რუსთავი (1962) და სხვ. იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ვერცხლისა და ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. გეოგრაფი, მთამსვლელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.214 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |