შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჭილაშვილი![]()
ბიოგრაფიანინო ჭილაშვილი იზრდებოდა პეტერბურგში იმერეთის უკანასკნელი დედოფლის, სოლომონ II მეუღლის, მარიამ კაცია დადიანის ასულის მზრუნველობით. ნინომ შესანიშნავი განათლება მიიღო, დაამთავრა სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ ენას, უკრავდა ფორტეპიანოზე და მწერლობაშიც საფუძვლიანად ერკვეოდა. რუსულ ყაიდაზე აღზრდილ ქალს, რომელსაც ქართული არ ეხერხებოდა, დიმიტრი ყიფიანმა თვითონ ასწავლა მშობლიური ენა. ნინო აქტიურად იყო ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, იყო "ტფილისის მუსიკალური საზოგადოების" დამფუძნებელი და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. იგი ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ მოგონებების ავტორია. ნინო ჭილაშვილი გარდაიცვალა 1902 წელს, ქვიშხეთში. დაკრძალულია მეუღლის გვერდით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. დიდი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის მეუღლე. წყარო: დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი : ფოტოალბომი : მასალები ექვსი თაობის საოჯახო არქივიდან / შემდგ: თ. მიქაძე, ს. ისაკაძე.-თბ.,2016.-გვ.18
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |