შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა პაპინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1954 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი კავკასიის, ამიერკავკასიის, საქართველოს კლიმატისა და კლიმატურ რესურსებზე. შრომათა უმრავლესობა დანერგილია სახალხო მეურნეობაში (სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ავიაცია, გზათა ექსპლოატაცია). ასეთ შრომებს განეკუთვნება თოვლის საფარის რეჟიმი, საშიში მეტეოროლოგიური ელემენტების მიხედვით ტერიტორიული დარაიონება, ატმოსფერული ნალექების და თოვლის საფარის საუკუნოვანი ცვალებადობის მიხედვით კლიმატის რყევადობა, თბილსიის აეროპორტის კლიმატი, თბილისის კლიმატი, კოლხეთის დაბლობის ამოშრობის შედეგად ატმოსფერული ნალექების შესაძლო ცვლილებების დადგენა. მის მიერ შედგენილია მეტეოროლოგიურ მონაცემთა ბანკი (ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ატმოსფერული ნალექები, თოვლის საფარი, თოვლის საფარის წონა ერთეულოვან ფართზე). მონაცემთა საფუძველზე შედგენილია (თანაავტორობით) "საინჟინრო ნორმები და წესები საქართველოს ტერიტორიისათვის". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თოვლის საფარის რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.220-221; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.334 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |